ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი – „თაობა“ – 2020
ეროვნული სასახლის მიერ, ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის „თაობა” პირველი საფესტივალო გამოშვება 25-28 დეკემბერს, ონლაინფორმატში მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს ონლაინლექციებს, მასტერკლასებს და კონცერტებს პირდაპირი ჩართვით, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და სფეროს პროფესიონალები.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში არიან პიანისტები – გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და არფისტი ელენე გონაძე.
ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი „თაობა“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ხორციელდება.
26 დეკემბერი, ფესტივალის მეორე დღე, ჯაზს დაეთმო. გაიმართა ბუკა კარტოზიას და The Quintessence ლექცია და კონცერტის პირდაპირი ჩვენება ეროვნული სასახლის სარკეებიანი დარბაზიდან.
ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი „თაობა“ ტარდება თბილისის მერიის პატრონაჟით, ფესტივალის პარტნიორია C. Bechstein.