თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მესამედ გაიმართება
თბილისის ნესანე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მესამედ ჩატარდება. ფილმების ონლაინჩვენება 26 დეკემბერს გაიხსნება და 29 დეკემბერს დაიხურება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ უნიკალური სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას.
კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, წელს ფესტივალი ონლაინ ტარდება.
ორგანიზატორი – ა(ა)იპ „ანიმალაბი“ – ორგანიზაციის მისიაა ანიმაციის ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიის ამ დარგის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიაზე მიმართული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით.
წელს ფესტივალზე წამოდგენილი იყო 2045 ფილმი, 85 ქვეყნიდან. მათ შორის შეირჩა 170 ფილმი 54 ქვეყნიდან. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ბოლო 2 წელიწადში შექმნილი უახლესი ანიმაციური ფილმები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს წინასაახალწლო პერიოდში, ფესტივალის 4 დღის განმავლობაში ექნება, 26 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით.
ფილმები გაერთიანებულია საკონკურსო და თემატურ პროგრამებში. ესენია:
საერთაშორისო ფილმების საკონკურსო პროგრამა
საყმაწვილო ფილმების პროგრამა (საკონკურსო)
საბავშვო ფილმების პროგრამა (საკონკურსო)
დოკუმენტური ანიმაციური ფილმების პროგრამა
სპეციალური პროგრამა „იდენტობა“ (საკონკურსო)
სერიალების პროგრამა
მუსიკალური ანიმაციის პროგრამა
პროგრამა „ანიმაცია და ხელოვნება“
პროგრამა „უფროსების ღიმილი“ (Adult’s Smile)
სტუდენტური ფილმების საკონკურსო პროგრამა
ჰორორისა და ფენტეზის სექცია
სექცია „მეხსიერება“
სექცია „მწვანე ხედვა“
სექცია „ექსპერიმენტული ხედვა“
ფესტივალის წელს ონლაინრეჟიმში ჩატარდება. ფესტივალის ვებმისამართია:
https://www.tbilisianimationfestival.com/
დარეგისტრირების შემდეგ შესაძლებელია უახლესი ანიმაციური ფილმების ნახვა მთელი მსოფლიოდან.