​ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო

ევროკავსირის ყველა წევრმა ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომიის ხელძღვანელი ურსულა ფონ დერ ლიაიენი Twitter-ის გვერდზე წერს.

“დღეს ჩვენ ამ მძიმე წლის ფურცელი გადავშალეთ. COVID-19-ის ვაქცინა ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია. ვაქცინაცია უკვე ხვალიდან დაიწყება”,- წერს ფონ დერ ლიაიენი.

სოციალურ ქსელში ასე გამოქვეყნებულია ფონ დერ ლიაიენის ვიდემიმართვა, სადაც მან განმარტა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი ერთდოულად გახდა.

“ვაქცინაცია დაგვეხმარება, რომ თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას”,- განაცხადა ფონ დერ ლიაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები