ამერიკელ ექიმს, რომელიც Moderna-ს ვაქცინით აცრეს, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ბოსტონელ ექიმს მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ექიმ ჰუსეინ სადრზადეს განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ მას თავბრუსხვევა და გულის აჩქარება აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია ჰუსეინ სადრზადე ​ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, საჭირო პროცედურებისა და დაკვირვების შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.

ეს არის პირველი მწვავე რეაქცია რომელიც Moderna- ს ვაქცინამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინით აცრის შემდეგ გამოვლენილი ალერგიული რეაქციის 5 შემთხვევას ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები