გერმანიაში კოვიდის ახალი შტამი დადასტურდა

map of Germany and young man with protective mask, 30s, Coronavirus concept background 3d-illustration

გერმანიაში კოვიდის ახალი შტამი დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საკარანტინო შეზღუდვები 16 დეკემბრიდან გამკაცრდა.

გერმანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 23 დეკემბერს, ქვეყანაში დადასტურდა კოვიდის ახალი შტამი, რომელიც ორეგონის შტატის (აშშ) ქალაქ კონდონიდან წამოსულ მოგზაურს აღმოაჩნდა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში.

“25 დეკემბერს, გერმანიის მასშტაბით, ინფიცირების 25 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 412 ადამიანი კი გარდაიცვალა; გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საკარანტინო შეზღუდვები 16 დეკემბრიდან გამკაცრდა”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები