მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა

25 დეკემბერს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით 1,75 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 22 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს-რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

ლოს-ანჯელესში, ყოველ 10 წუთში ერთი ადამიანი იღუპება კორონავირუსით – აღნიშნული განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა. მათივე განცხადებით, საავადმყოფოებში თითქმის სავსეა და აღარაა ადგილები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

„ყოველ 10 წუთში ერთხელ კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა შეგვიძლია, თუ სწორად მოვიქცევით“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ბარბარა ფერერმა.

აშშ-ში, ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის განცხადების მიხედვით, ცალკეულ შტატებში არ არის კარგი ვითარება სოციალური დისტანციის დაცვის მიმართულებით. მათივე განცხადებით, თუ ესე გაგრძელდა კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფა და ინფიცირების მაჩვენებელმა არ დაიკლო, 2021 წლის თებერვლისთვის ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 500 იქნება.

კიდევ ერთი გამოწვევა – აშშ-ში საბინაო კრიზისია – 40 მილიონ ამერიკელს ემუქრება უსახლკაროდ დარჩენა, თუ არ გამოცხადდება ფედერალური მორატორიუმი გამოსახლებაზე, რაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბინაო კრიზისი ამერიკის ისტორიაში.

იტალიაში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსის პირველ ტალღასთან შედარებით, მეორე ტალღის დროს,ლეტალობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა დეკემბრის დასაწყისში რეკორდულად მაღალი იყო და ყოველდღიურად 600-800 შემთხვევას შეადგენდა;

25 დეკემბერს, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 19 037 ფაქტი გამოვლინდა. მთლიანობაში 2 028 254-ს შეადგენს.

ამჟამად, ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე ცხელ წერტილს ქალაქ ვენეტოს ჩრდილოეთ ნაწილი წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაბორატორიაში (Milton Keynes) მოხდა კოვიდის ეპიდ-აფეთქება. კორონავირუსი დაუდგინდა მეცნიერთა 4 ჯგუფიდან, სამის წევრებს, ადმინისტრაციისა და საწყობის თანაშმრომლებს. უცნობია კონრეტულად რამდენ ადამიანს აქვს კოვიდი, თუმცა, ამ დროისათვის ცნონილია, რომ 70 თანამშრომლიდან 20 არის თვითიზოლაციაში. ვარაუდობენ, რომეპიდ-აფეთქება გამოიწვია ლაბორატორიის ზედმეტმა გადატვირთვამ, რადგან ქვეყანაში კოვიდის ახალი შტამის შედეგად გაზრდილი ინფიცირების პარალელურად, იზრდება ტესტების რაოდენობაც და საჭიროა მოთხოვნაზე შესაბამისად პასუხი.

გაერთიანებული სამეფოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. 25 დეკემბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 32 725 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 570 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მორიგი ეროვნული დონის „ლოქდაუნის“ გამოცხადების ალბათობა არ გამორიცხა. მისი განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალი მაქსიმალურად მკაცრი ზომების მიღება, მასობრივი ტესტირება და ვაქცინაციაა. ბორის ჯონსონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება.

ბოლო 7 დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 49.1%-ით გაიზარდა. ხოლო, მხოლოდ ქ. ლონდონში, სადაც მეოთხე დონის შეზღუდვები მოქმედებს, ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კოვიდის ახალი შემთხვევების ნახევარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ შტამთან.

გერმანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 23 დეკემბერს ქვეყანაში დადასტურდა კოვიდის ახალი შტამი, რომელიც აღმოაჩნდა მოგზაურს კონდონიდან. ასევე, კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში

25 დეკემბერს, გერმანიის მასშტაბით, ინფიცირების 25 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 412 ადამიანი კი გარდაიცვალა. გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საკარანტინო შეზღუდვები 16 დეკემბრიდან გამკაცრდა.

25 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 29 018 და გარდაცვალების 563 ფაქტი გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 53 000-ს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელით, რუსეთი მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი დაღესტანში ფიქსირდება – 4,83%.

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში ინფიცირების 11 035 შემთხვევა და გარდაცვალების 186 ფაქტი გამოვლინდა.

24 დეკემბერს თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 18 102 და გარდაცვალების 254 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები