ლოს-ანჯელესში, ყოველ 10 წუთში კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება

ლოს-ანჯელესში, ყოველ 10 წუთში ერთი ადამიანი იღუპება კორონავირუსით – აღნიშნული განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა. მათივე განცხადებით, საავადმყოფოებში თითქმის სავსეა და აღარაა ადგილები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

„ყოველ 10 წუთში ერთხელ კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა შეგვიძლია, თუ სწორად მოვიქცევით“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ბარბარა ფერერმა.

აშშ-ში, ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის განცხადების მიხედვით, ცალკეულ შტატებში არ არის კარგი ვითარება სოციალური დისტანციის დაცვის მიმართულებით. მათივე განცხადებით, თუ ესე გაგრძელდა კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფა და ინფიცირების მაჩვენებელმა არ დაიკლო, 2021 წლის თებერვლისთვის ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 500 იქნება.

კიდევ ერთი გამოწვევა – აშშ-ში საბინაო კრიზისია – 40 მილიონ ამერიკელს ემუქრება უსახლკაროდ დარჩენა, თუ არ გამოცხადდება ფედერალური მორატორიუმი გამოსახლებაზე, რაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბინაო კრიზისი ამერიკის ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები