ნოტრ-დამში, ხანძრის შემდეგ, პირველი საშობაო კონცერტი ჩატარდა (ვიდეო)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრ-დამში, 2019 წლის ხანძრის შემდეგ პირველი საშობაო გალობა აღევლინა. აღნიშნული ღონისძიება მუსიკოსებისა და სოლისტების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა, მისი ნახვა ფრანგული ტელეარხების პირდაპირ ეთერში იყო შესაძლებელი.

სპეციალური სტუმრები გახდნენ ცნობილი ფრანგი მევიოლინე გოწიე კაპიუსონი და ოპერის მომღერალი ჯიული ფუკსი. გარდა მოცარტისა და შუბერტის ნაწარმოებისა ღონისძიებაზე ცნობილი საშობაო სიმღერებიც გაჟღერდა.

“ტაძარი ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაშია”,- განაცხადა გენერალმა ჟან-ლუი ჟორჟელენენმა, რომელიც პასუხისმგებელია ნოტრ-დამის აღდგენაზე.

აქედან გამომდინარე მუსიკოსებს ღონისძიების დაწყებამდე ყველა საჭირო უსაფრთხოების წესი გააცნეს და დამცავი აღჭურვილობაც გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები