ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი საბერძნეთში, პირბადის მიღმა „დარჩენილი“ ჰანგები და სამშობლო გულში, გაზაფხულის სურნელით…

დაიბადა და გაიზარდა ხაშურში. 6 წლიდან სწავლა დაიწყო ხაშურის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. 15 წლიდან საცხოვრებლად საბერძნეთში, ჰალკიდიკის ქალაქ ნეა მუდანიაში გადავიდა. მას შემდეგ 25 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
დაამთავრა მუდანიის კონსერვატორია, . ფოტიადის ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგ გეორგია დამუზისთან.
2003 წელკუნძულ ანდროსზე გამართული ახალგაზრდა პიანიასტთა მე-2 კონკურსის ფინალისტია, 2019 წლის ნოემბერში, როგორც სოლისტი, მონაწილეობდა თესალონიკის თეატრალექსანდროშიქართველ ემიგრანტთა გაერთიანების საქველმოქმედო კონცერტმარათონშისიკეთე გადამდებია“.
ორკესტრ „The Big Band of Moudania“-ის წევრი და  საერთაშორისო ფესტივალების მონაწილეა.

კუნძულ ანდროსზე გამართული ახალგაზრდა პიანისტთა მე-2 კონკურსის ფინალისტი

ბერძნული ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის (Youth Symphony Orchestra of Greece) მუდმივი თანამშრომელია.  დირიჟორ და ბარიტონ Evaggelos Arabatzis-თან ერთად გააკეთა ჩანაწერები.
არის . დამუზის საფორტეპიანო კონკურსის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; მუსიკალური კონკურსების, თბილისის მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსის და კანარის კუნძულებისვარსკვლავები ტენერიფში“ – ჟიურის წევრი.
ახალგაზრდა პიანისტთა მე-9 კონკურსისკომიტეტის თხოვნით, შექმნა ნაწარმოები ციკლადურ თემაზე სპეციალურად კონკურსისთვის – „ანდრიოტიკოს ბალოს“ – თემა და ვარიაციები ფუგასთან, რომელიც პირველად დაუკრეს კონკურსის ფინალისტებმა  კუნძულ ანდროსზე და საფორტეპიანო ნოტები წიგნად გამოიცა.
გამართა სოლოკონცერტები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში. აკომპანირებას უწევს მუნიციპალიტეტ ნეა პროპონტიდას გუნდს. ასწავლის ფორტეპიანოს კურსს ნეა პროპონტიდას მუნიციპალიტეტის კონსერვატორიაში. – მუსიკოსის, პიანისტის და კომპოზიტორის, ზიზი ნასყიდაშვილის პერსონა.

 – ბავშვობა ხაშურში გაატარეთ. ხაშურის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით  სწავლობდით. რა დაგახსომდათ ბავშვობიდან?

ანდროს კონკურსი 2020 წიგნის პრეზენტაცია

– მუსიკა ჩვენი ოჯახის განუყოფილი ნაწილი იყო. განსაკუთრებით ტკბილად მახსოვს, დედაჩემი რომ დაჯდებოდა ფორტეპიანოსთან და ერთად ვმღეროდით. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ 6 წლისამ სკოლასა და ფორტეპიანოზე სიარული ერთდროულად დავიწყე. თითქმის ამავე ასაკიდან ვმღეროდი გუნდში. ხელმძღვანელი ბატონი პაატა ციცქიშვილი იყო.
ხაშურის რკინიგზის კლუბში საახალწლო კონცერტში მივიღე მონაწილეობა, თუ არ ვცდები, 1989 წელს, და სცენაზე ყოფნით მიღებული ჩემი პირველი დიდი შთაბეჭდილებაც ამას უკავშირდება.
– 15 წლიდან საბერძნეთში, ნეა მუდანიაში ცხოვრობთ. მუდანიის კონსერვატორია დაამთავრეთ. გაიხსენეთ სტუდენტობის წლები, პედაგოგ გეორგია დამუზისთან გატარებული წლები.
– კონსერვატორიიდან ხშირად ვმონაწილეობდისაქველმოქმედი კონცერტებში  როგორც მუდანიის ამფითეატრში, ისე სახალხო თეატრში. ასევე ვიყავით ათენის ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფო „ელპიდაში“ საახალწლოდ მკურნალ ბავშვთა გასართობად და გასამხნევებლად.
გეორგია დამუზი იყო გამორჩეული პიროვნება და ბრწყინვალე პედაგოგი. ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო თითოეულ მოსწავლესთან. მისი წინადადებით კონსერვატორია უფასოდ დავამთავრე.
– 2003 წელს კუნძულ ანდროსზე გამართული ახალგაზრდა პიანისტთა მე-2 კონკურსის ფინალისტი ხართ. მანამდე სოლო კონცერტები გქონდათ საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე აკომპანირებას უწევთ მუნიციპალიტეტ ნეა პროპონტიდას გუნდს… პირველი წარმატებებიდან რომელს გამოყოფდით?

მოცარტის კონკურსი – 2020წ. თბილისი

– ახალგაზრდა პიანისტთა მე-2 კონკურსის ფინალში გასვლა ბევრად გამორჩეული იყო. მითუმეტეს იმისა, რომ კონკურსი მარტო ბერძენ ახალგაზრდებისთვის იყო, მაგრამ ფინალში ქართველი გოგოც მოხვდა. თან ჩრდილოეთ საბერძნეთიდან მარტო მე ვიყავი.
– 2019 წლის ნოემბერში, როგორც სოლისტმა, მონაწილეობა მიიღეთ თესალონიკის თეატრალექსანდროშიქართველ ემიგრანტთა გაერთიანების საქველმოქმედო კონცერტმარათონში –სიკეთე გადამდებია“…
– ქალბატონი ელენე ფიფიას იდეა კონცერტი-მარათონი „სიკეთე გადამდებია“ თესალონიკის ქართველ ემიგრანტთა გაერთიანების საქველმოქმედო პროექტია. კონცერტზე შეგროვილი თანხა გაეგზავნა „სიკეთის ქალაქს“, რომელმაც, თავის მხრივ, ორ ქართულ ოჯახს გადასცა. როგორც კი ქალბატონმა ელენე ფიფიამ დამირეკა, მაშინვე დიდი სიხარულით დავთანხმდი, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ამ კეთილ საქმეში.
– ორკესტრ The Big Band of Moudania- წევრი, მონაწილეობდით თესალონიკის საკონცერტო დარბაზში გამართულ საბერძნეთის ორკესტრების ორ საერთაშორისო ფესტივალში. ასევე ათენის საკონცერტო დარბაზში, მე-11 საერთაშორისო ფესტივალში… ორკესტრი ღია სივრცეშიც ატარებდა კონცერტებს. ალბათ პანდემიამ შეაფერხა ბევრი რამ?
– The Big Band of Moudania არის როკბენდი ჩასაბერი ინსტრუმენტების მონაწილეობით. ორკესტრის დამფუძნებელი და დირიჟორი არის გიორგოს სამარას. ვუკრავთ საცეკვაო მუსიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორკესტრი თანამშრომლობს მოცეკვავეებთან და მომღერლებთან.
პანდემიამ მთლიანად გააჩერა ორკესტრის დაგეგმილი კონცერტები. იყო სურვილი და წინადადება, საქართველოში გასტროლებზე ჩამოვსულიყავით. სამწუხაროდ, ფაქტებმა დაგვასწრეს.
– თქვენი მოღვაწეობიდან, როგორც ბერძნული ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის (Youth Symphony Orchestra of Greece) მუდმივი თანამშრომლისა, რას გამოყოფდით?
– YSOG (Youth Symphony Orchestra of Greece) ბევრ საქველმოქმედო კონცერტს მართავს საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში. შეგრძნება იმისა, რომ შენც შეგაქვს წვლილი ასეთ კეთილ საქმეში, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ვიდრე „კოვიდ-19“-ის პანდემია დაიწყებოდა, ორკესტრის დირიჟორ და ბარიტონ ევანგელოს არაბაჯისთან ერთად მოვასწარით და მუსიკალური ჩანაწერები გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.
– ნეა მუდანიაში, 2018 წლის აპრილში, სახალხო თეატრის შენობაში,  საკუთარი პედაგოგის ხსოვნას მიუძღვენით . დამუზის საფორტეპიანო კონკურსი, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი  იყავით… კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი...

პედაგოგ გეორგია დამუზისთან ერთად

– გეორგია დამუზის საფორტეპიანო კონკურსის იდეის განხორციელებას 2 წელი მოვანდომე. ბევრი დაბრკოლება მქონდა გადასალახი, მაგრამ მაინც არ დავნებდი და საბოლოოდ 2018 წლის აპრილში, მუდანიის სახალხო თეატრის სცენაზე ჩატარდა პირველი კონკურსი ხელოვნების, სიტყვის და მეცნიერენის UNESCO-ს ჯგუფის, საბერძნეთის INTERNATIONAL CULTURAL FEDERATION 21ST CENTURY (ICF)-ს და თესალონიკის გენერალური საკონსულოს ეგიდითა და მხარდაჭერით.
ჩემთვის ყველაზე დიდი და სასიხარული სიურპრიზი ბატონ ვალერიან შიუკაშვილისთვის ჩემს შეთავაზებაზე, სწორედ მას დაეკავებინა ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომრის ადგილი, მისი დადებითი პასუხი იყო. ამავე კონკურსის ფარგლებში ჩატარდა მისი სოლოკონცერტი ქალაქ თესალონიკის ფრანგული ინსტიტუტის საკონცერტო დარბაზში.
ამ კონცერტის ორგანიზებისას დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინა იმ დროისთვის საქართველოს კონსულმა საბერძნეთში, ბატონმა მუხრან გულაღაშვილმა, ასევე – საკონსულოს ყველა თანამშრომელმა, რომლებსაც მინდა ახლაც დიდი მადლობა გადავუხადო.
– ჟიურის წევრის ხართ თბილისის მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსისა და კანარის კუნძულების – „ვარსკვლავები ტენერიფეში“. რას გვეტყოდით ნიჭიერ ახალგაზრდებზე, ახალ სახელებზე?

ჟიური – ტენერიფეს კონკურსი – 2019

– მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ამ მუსიკალურ კონკურსებზე ჟიურის წევრად მიწვევა დიდი პატივი იყო ჩემთვის. მოხარული ვარ, რომ მომავალი ვარსკვლავების აღმოჩენისა და პირველი ნაბიჯების ეტაპზე მათი გამარჯვების მოწმე და მონაწილე ვარ.
ამ პრესტიჟულ კონკუსებზე ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული ბავშვები და მოზარდები მოდიან, დიდია კონკურენცია და იმარჯვებს საუკეთესო, რაც მომავლის იმედს და ამ დარგის „უკვდავებას“ განაპირობებს.
– „ანდრიოტიკოს ბალოს“ – თემა და ვარიაციები ფუგასთან, თქვენი  ნაწარმოები პირველად დაუკრეს კუნძულ ანდროსზე კონკურსის ფინალისტებმა. ნაწარმოები ციკლადურ თემზე „ახალგაზრდა პიანისტთა მე-9 კონკურსისკომიტეტის თხოვნით დაწერეთ…
– ეს იგივე კონკურსია, რომელშიც 2003 წელს, როგორც პიანისტმა, მივიღე მონაწილეობა. 2020-ში კი ამავე კონკურსის კომიტეტმა მთხოვა, როგორც კომპოზიტორს, შემექმნა ნაწარმოები ციკლადურ თემაზე სპეციალურად მათთვის. „ანდრიოტიკოს ბალოს“ – თემა და ვარიაციები ფუგასთან, პირველად დაუკრეს კუნძულ ანდროსზე კონკურსის ფინალისტებმა.
მახსოვს, კუნძულზე ჩასვლის პირველ დღეს, თეატრის წინ სეირნობისას, როგორ ისმოდა ფანჯრებიდან, რეპეტიციის დროს, კონკურსანტის მიერ შესრულებული ჩემს ნაწარმოები. ეს იყო საოცარი და ძალიან ამაღელვებელი, სიხარულის და სიამაყის შეგრძნება. გავჩერდი და გაოგნებული ვუსმენდი.
ჟიურის წევრები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, თავად კომპოზიტორები შედგნენ, ღიმილით მიყურებდნენ და მიცდიდნენ. შენი ნაწარმოების „პირველი მოსმენა“ არასდროს დაგავიწყდებაო – მითხრეს. „ანდრიოტიკოს ბალოს“ საფორტეპიანო ნოტები წიგნად გამოიცა გამომცემლობა „Music Publishing Protasis“-ის მიერ.

„ანდრიოტიკოს ბალოს“ საფორტეპიანო ნოტები

ყველა ნაწარმოები გამორჩეულია ჩემთვის. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რომ ჩემმა პროფესორმა, მენელაოს პალეოდიმოპულოსმა დამირეკა და მითხრა, სადიპლომოდ ამ სიმღერიდან უნდა აიღო თემა და ჩასაბერი ინტრუმენტების კვარტეტი უნდა გააკეთოო. გამოგიგზავნი სიმღერას და მოუსმინე, რა ტკბილი მუსიკა აქვსო. გამომიგზავნა თეიმურაზ ნაცვლიშვილის „საქართველოო, ლამაზო“. ჯერ ფორტეპიანოზე დავწერე და შემდეგ გადავწერე კვარტეტისთვის.
– ასწავლით ფორტეპიანოს კურსს ნეა პროპონტიდას მუნიციპალიტეტის კონსერვატორიაში. თუმცა გაქვთ როგორც პიანისტის კვალიფიკაცია, ასევე ჰარმონიის, კონტრაპუნქტის, ფუგის, ჩასაბერი საკრავების ორკესტრირებისა და კომპოზიტორის კვალიფიკაცია და  დიპლომები… როგორც პედაგოგი, რას გვეტყოდით თქვენს მოღვაწეობაზე?
– დიდი ბედნიერებაა, როდესაც პატარა თითები ფორტეპიანოს ეხებიან და მუსიკას გამოსცემენ, როდესაც ახალგაზრდები ფუჭად გატარებული დროის ნაცვლად ოთახში იკეტებიან და მეცადინეობენ.
მუსიკა სულის სიმშვიდე და ჰარმონიაა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, და მე რომ მომავალ თაობას ამ ჰარმონიის მიღწევაში ვეხმარები, უდიდეს კმაყოფილებას მანჭებს.
– როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენს ქალაქზე და ცხოვრებაზე. ამჟამად რა ვითარებაა მანდ? რა აკრძალვებია?
– მთლიანად შეიცვალა ცხოვრება. საბერძნეთი მზის და ზღვის ქვეყანაა. ხალხიც ძალიან გულთბილი და მეგობრულია. ნაცნობი შეგხვდებოდა და გულში ჩაგიკრავდა, გადაგკოცნიდა. ეს პანდემიამდე იყო ასე. ამ ბოლო წელს კი ახლოს დგომაც კი ეშინია ხალხს. შორიდან ვესალმებით ერთმანეთს, ჩქარი ხელის აქნევით და ისევ პირბადის მიღმა…
ბევრი კომპანია დისტანციურად მუშაობს. სკოლები დაკეტილია და ყველა საფეხურის სწავლა ინტერნეტის საშუალებით ხდება. ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე პიკის საათია მთელ საბერძნეთში. ასევე ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში გადაადგილება აკრძალულია.
– 25 წელია ცხოვრობთ საბერძნეთში. შორიდან დანახული საქართველო?
– საბერძნეთმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამიზიარა, გამოცდილება, ენა, მეგობრები, ურთიერთობები. მომცა საშუალება, პროფესიულად და პიროვნულად ჩამოვყალიბებულიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები, ბავშვობა, მოზარდობა – სამშობლოს, საქართველოს უკავშირდება, რაც ჩემთვის უძვირფასესია.
საქართველოში დაბადებულ ადამიანს არ არსებობს, რომ სამშობლო გულში არ ჰქონდეს. ამიტომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საიდანაც არ უნდა დაინახოს, საქართველო ერთადერთია. ეს არის გაზაფხულის სურნელი, აყვავებული ია და იასამანი, ზაფხულის თბილი ღამეები, შემოდგომის ფერადი ფოთლები და ზამთრის ქათქათა თოვლი. მთლად ასე რომანტიკოსიც არ ვარ, ვიცი, რომ უჭირს ჩემს ქვეყანას და მაღელვებს საქართველოს მომავალი. მინდა ისევ დიდი და აყვავებული იყოს.
საბერძნეთში ერთ-ერთი ქართულენოვანი ჟურნალის  „e-მიგრანტების” დამფუძნებელი  ხართ…
– „e-მიგრანტები“ მინდა იყოს ჟურნალი, სადაც ქართულ კულტურას და ხელოვნებას გაეცნობა ქართული ემიგრაცია, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს იგი. აქ მარტო გამოჩენილ ქართველებზე არ ვაქვეყნებ, არამედ ნაკლებად ცნობილ ადამიანებზეც.
სამწუხაროდ, ისე ვარ დაკავებული, რომ ჟურნალს ბევრ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ მოვა დრო, ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდები, რადგან ვფიქრობ, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის კავშირი საქართველოსთან, მის ენასთან და კულტურასთან არასოდეს უნდა გაწყდეს.
ბერძენი მეუღლე გყავთ. გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე…
–  ბერძენი მეუღლე და შვილები მყავს, მაგრამ როგორც დედა, ვცდილობ,  ჩემი შვილებისთვის ქართული კულტურა უცხო არ იყოს. მინდა, რომ როცა გაიზრდებიან, იცოდნენ და გრძნობდნენ, რომ ნახევრად ქართველები არიან და ქართული სისხლიც აქვთ.
– ჰობი…
– ბავშვობაში ლექსებს ვწერდი. მიყვარს წიგნების კითხვა და მოგზაურობა. ქართული ცეკვა კი ჩემი სულის ნაწილია.
– სამომავლოდ?…
– რაც კი დაგეგმილი იყო, ყველაფერი ჩაგვეშალა. კონცერტები, მასტერკლასები, გასტროლები. გ. დამუზის საფორტეპიანოს მე-2 კონკურსის ორგანიზება დავიწყე და ესეც შეფერხდა. თბილისის მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე  კი შეიძლება მნახოთ.
ვფიქრობ, ახლა ყველა ადამიანის ფიქრი და გეგმა მარტო ჯანმრთელობას ეხება. მინდა, მალე ეს ყველაფერი უკან დავტოვოთ და ცხოვრება, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით გავაგრძელოთ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები