შვედეთის მეფის განცხადების მიხედვით, ქვეყანა ჩავარდა კორონავირუსთან ბრძოლაში და იმ მიდგომით, რაც მათ აირჩიეს, შვედეთმა ვერ შეძლო ადამიანების გადარჩენა

შვედეთის მეფის განცხადების მიხედვით, ქვეყანა ჩავარდა კორონავირუსთან ბრძოლაში და იმ მიდგომით, რაც მათ აირჩიეს, შვედეთმა ვერ შეძლო ადამიანების გადარჩენა.

დღევანდელი მონაცემებით, შვედეთს 350 ათასი ინფიცირებული და 7 800 გარდაცვლილი ჰყავს. შვედეთის პრემიერი დაეთანხმა მეფის განცხადებას და აღნიშნა, რომ დასკვნების გაკეთების დრო იქნება მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება.

შვედეთის მიდგომა პანდემიის მართვის პროცესში იყო შემდეგნაირი – ხელისუფლება იყო ადამიანების კეთილი ნების და არა რეგულაციების იმედად, რამაც მდგომარეობა გაამწვავა, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები