ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან 2021 წლის 12 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით რისკის მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდება

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან 2021 წლის 12 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით რისკის მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდება; აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების სექტორი კვლავ იმუშავებს, მაგრამ მაღაზიები იანვრის ფასდაკლებებს ვერ გამოაცხადებენ. საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და გამაჯანსაღებელი ცენტრები ღია მხოლოდ ინდივიდური ვარჯიშისთვის დარჩება. ღია ცის ქვეშ უკონტაქტო სპორტით დაკავება არაუმეტეს 15 ადამიანისა იქნება შესაძლებელი; სასტუმროებში განთავსებას არატურისტული მიზნით გადაუდებელი საჭიროების მქონე ვიზიტორები შეძლებენ.

24 დეკემბერს, 15:00 საათის შემდეგ პაბები და რესტორნები შეწყვეტენ მუშაობას; 26 დეკემბრამდე ოჯახებში სტუმრობას მხოლოდ ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ოჯახებში სტუმრობას მხოლოდ ერთი ოჯახის წევრები შეძლებენ. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან სახლებში და მათ შორის კერძო ბაღებშიც სტუმრობა აიკრძალება.

26 დეკემბრის შემდეგ ქვეყნის გარეთ მოგზაურობა შეიზღუდება. 26 დეკემბრიდან რელიგიური ცერემონიები ონლაინ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები