ზელენსკი აცხადებს, რომ თუ დონბასში ომს პუტინთან პირდაპირი საუბარი შეაჩერებს, ამას აუცილებლად იზამს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია, ყველა რთული საკითხი მოაგვაროს, ამიტომ, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შეჩერებას რუსეთის ლიდერთან იქნება საჭირო პირდაპირი დიალოგი – ამას გააკეთებს.

ამის შესახებ მან Focus-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, როცა გადაწყვეტს პუტინთან დარეკვას, ის მას აუცილებლად უპასუხებს, თუმცა, ჯერჯერობით, “საუბრის საგანი არ არსებობს”.

“როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ყველა რთული საკითხი მოვაგვარო. და თუ მასთან საუბარი ომის შეჩერებას დააჩქარებს, უნდა ველაპარაკო”, – თქვა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

“რადგან არსებობს საკითხები, რომლებსაც ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში არ განვიხილავთ – არც ტყვეების საკითხს რუსეთში თუ ყირიმში, არც ყირიმის საკითხს. ეს ფორმატი მკაფიოდ მხოლოდ დონბასს ეძღვნება. ამიტომ, უნდა ველაპარაკოთ მას გლობალურად პირისპირ”, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები