გოჩა ლორთქიფანიძე: მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას ორმაგად მხარდაჭერისთვის. საკმაოდ მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემი ჰააგის მოსამართლედ დანიშვნამ, როგორ შეათავსებს, შეათვსებს თუ არა, სანამდე შეათავსებს, ყველაფერი ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან არც არსებობს შეთავსების საკითხი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ნდობა გამოუცხადა და წარადგინა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამიწია საარჩევნო კამპანიისას, მას, როგორც სხვებს ჰქონდა ჩემი რწმენა და წარმადგინა ასეთ პირობებში, ასევე მინისტრობის კანდიდატად. პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას და გავხვდი მინისტრი“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები