შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ

“4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ. სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგების არმიღებაზე, არაღიარებაზე, გაყალბებულად გამოცხადებაზე, ბოიკოტზე, კრიზისის შექმნაზე, ძალადობრივ აქციებზე, ექსტრემიზმზე, ახალგაზრდების წინა ხაზზე მიშვებასა და რევოლუციური სცენარის აგორებაზე”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მტკიცე, გონიერი და მყარი აღმოჩნდა.

„წლების განმავლობაში იმიტომაც აფინანსეს ქსელური აქტივიზმი, რომ სწორედ ასეთ დროს გამოიყენონ და შენახული აქტივები მიზანმიმართულად დახარჯონ. სწორედ ამ პროცესმა მიიყვანა ქვეყანა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე და შიდა ტერორიზმის გამოვლინებამდე. არჩევნების დღეს ქვეყნის აყირავების მცდელობა და რევოლუციური სცენარის ინსპირირება კარგად ნაცნობი მეთოდია. ასე მოხდა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის გამოყენებით და ასე მოხდა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც ბურჭულაძის ხუთეულის გამოყენებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები