სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) ლიმონათის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მცირე მეწარმე რ. ჯ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; გეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოში გამოვლინდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები