მიხეილ სარჯველაძე: ეს არის სწორი პროგრამა, რადგან სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ამოცანებსა და გამოწვევებს პრაქტიკულად არ რჩება რაიმე მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც არ ჩანს სამთავრობო გუნდის მკაფიო ხედვა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება, კომიტეტის სახელით სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას, მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა.
სარჯველაძეს აზრით, მათ აუცილებლად მოუწევთ საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საზოგადოება იყოს მუდმივად ინფორმირებული გეგმების აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და ჩვენ ამ პროგრამას ვაფასებთ როგორც ძალზედ ამბიციურს გლობალური პანდემიით გამოწვეულ უნარის მქონეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორიენტირებულს ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე.
მსურს რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე მივაქციოთ კოლეგების და მთლიანად საზოგადოების ყურადღება. ეს არის სწორი პროგრამა, რადგან სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ამოცანებსა და გამოწვევებს პრაქტიკულად არ რჩება რაიმე მიმართულება რომელთან დაკავშირებითაც არ ჩანს სამთავრობო გუნდის მკაფიო ხედვა. ეს არის სწორი და მწყობრი პრიორიტეტები, რომელიც აბსოლიტური სიზუსტით შეესაბამება ჩვენი საზოგადოების საჭიროებს, მათი სიმწვავის ხარისხის შესაბამისად. განსაკუთრებით მისასალმებელი და სასიხარულოა რომ პროგრამა შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხედვას სამომავლოდ მთავრობის გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. შეუძლებელი იქნება მოკლე რეგლამენტის პირობებში მოვიცვათ ყველა ის სფერო რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასთან სტანდარტების უზრუნველყოფასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის მექანიზმების თაობაზე მსჯელობა, რომლითაც მიიღწევა ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი.
მე მინდა მნიშვნელოვანი დეტალები გამოვკვეთოთ რომელიც სამთავრობო პროგრამით ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი. უმნიშვნელოვანესი და ხაზ გასასმელი ფაქტორია, ვინაიდან თანამედროვე მთავრობისთვის საკუთარი საქმიანობის წარმატებულობის შესაფასებლად, ისევე როგორც ქვეყნისთვის თავის მოსაწონებლად არაფერია იმაზე მეტად ღირებული ვიდრე ადამიანის უფლებების მუდმივი, სტაბილური და მდგრადი გაუმჯობესება. სრულიად უსარგებლო იქნებოდა ეკონომიკური ზრდაც კი თუ ასეთი ზრდა არ განიხილება როგორც საშუალება ადამიანის უფლებების უკეთ უზრუნველყოფისათვის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებისათვის. შესაბამისად, ის მკაფიო ხედვა რომელიც წარმოდგენილია ნამდვილად იმედის მომცემია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ პროგრამა ცალსახად ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მოწყვლადი ნაწილის ინტერესებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი კომიტეტისთვის ისევე როგორც პარლამენტისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ამ პროგრამაში ასახული პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა.
ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საზოგადოება იყოს მუდმივად ინფორმირებული გეგმების აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც ადამიანების უფლებების დაცვასა და გარანტირებაზე გვაქვს მსჯელობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროგრესის ამსახველ ცალკეულ მაჩვენებლებზე, აქტიური კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის, რათა მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ადამიანის თითოეული უფლების უზრუნველყოფის საქმეში. პარლამენტისა და მთავრობის ასეთი თანამშრომლობით იხსნება დიდი შესაძლებლობები ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, არა უბრალოდ მეტი რესურსის მობილიზებისათვის არამედ ინტიტუციური მექანიზმების ეფექტიანი მუშაობისთვის.
ადამიანის უფლებების დაცვა ეს არის საქმე რომელშიც მიღწეულით კმაყოფილები არასდროს უნდა ვიყოთ და მუდმივად და დაუღალავად უნდა ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტისათვის. ასევე მნიშვნელოვანია იმის განცდა რომ სისტემური განვითარების მხარდა მხარ აუცილებელია ინდივიდუალური და კონკრეტული უფლებების დაცვისთვის ბრძოლა რადგან ნებისმიერი ერთი ადამიანის ინდივიდუალური უფლების განუხრელად დაცვით იზომება ზოგადად ნებისმიერი უფლების სტანდარტი გამონაკლისების გარეშე, არც ერთი ინდივიდუალური უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამართლდეს რაიმე მოტივაციით გარდა სხვა ადამიანების უფლებების დაცვით აუცილებლობის, ამ პრინციპული უფლების აღიარება, დაფასება და მისი ერთგულება გამოარჩევს ამ ხელისუფლებას სხვებისაგან”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.