რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 1 მილიონი დოლარი მოიპარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა ვალუტაში, ჯამურად, 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გაიტანეს.

РЕН ТВ-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახით სავალუტო-საფინანსო დეპარტამენტის მთავარი ექსპერტ-სპეციალისტი, 49 წლის ნატალია აგალცოვა, ასევე, თანამზრახველის სახით მისი მეგობარი მამაკაცი, 29 წლის ვასილი მაკოვოზი დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, აგალცოვას აღკვეთის ზომა შინაპატიმრობით შეუცვალეს, მაკოვოზი კი ეჭვმიტანილი აღარ არის.

აღინიშნება, რომ უწყებიდან მოპარულია 1 066 638 დოლარი, რომელიც საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ საკონსულო მომსახურებისთვის ირანისგან მიიღო და რომელიც მოსკოვში დიპლომატური ფოსტით იქნა ჩატანილი.

თანხა ისევ დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები