იარაღიდან სროლა და ბრინჯი, როგორც წარმატების სიმბოლო – როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
ბევრი საახალწლო ტრადიცია, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, სათავეს ძველი დროიდან იღებს. გახადეთ თქვენი დღესასწაული განსაკუთრებული და ჩვეულ რუტინას რაიმე ახალიც დაუმატეთ…
ნუ შეგეშინდებათ ხმაურის
ყველას უყვარს ახალ წელს ხმაური. ამისთვის ყველაფერი გამოდგება, ფოირვერკებიდან დაწყებული, საეკლესიო ზარებით დამთავარებული.
- ძველად ტაილანდში იარაღიდან ისროდნენ, რათა დემონები განედევნათ;
- ჩინეთში, ფოიერვერკების საშუალებით, ბნელ ძალებს განდევნიდნენ;
- იმავე მიზეზით, დანიაში ერთმანეთის კარებს თეფშებსა და ფინჯნებს ესვრიან;
- ეკვადორზე არსებობს ცნობილ ადამიანებს მიმსგავსებული საფრთხობელების დაწვის ტრადიცია, რათა გასული წლის ცუდი ენერგეტიკა განადგურდეს და ყველაფერი ახლიდან დაიწყოს;
- პირველ ამერიკულ კოლონიებში ახალ წელს, ტაილანდის მსგავსად, იარაღიდან ჰაერში სროლით ხვდებოდნენ;
- დღესდღეობით აშშ-ში ბევრი თვალს ადევნებს საახალწლო ბურთის ჩამოვარდნას ნიუ-იორკის ტაიმზ-სკვერზე;
- ზოგიერთ ქვეყანაში ახალ წელს საეკლესიო ზარებით ან დიდი კურანტებით ხვდებიან.
საჭმელი წარმატებისთვის
ბევრი საახალწლო ტრადიცია საჭმელთან არის დაკავშირებული:
- ესპანეთში ხალხი ცდილობს, საათის 12 დარტყმის (12 წამის) განმავლობაში, ყურძნის 12 მარცვალი შეჭამოს. ტრადიციის მიხედვით, თუკი ამას მოასწრებენ, მათ მთელი წლის მანძილზე წარმატება ელოდებათ;
- აშშ-ის სამხრეთში წარმატება ღორის ხორცით მომზადებულ კერძებს მოაქვთ;
- შოტლანდიაში მიმავალი წლის ბოლო დღეს ზეიმობენ – ჰოგმანაის. მოსახლეობა ანთებს ცეცხლს და მსვლელობას აწყობს;
- ნებისმიერი წრიული ფორმის საკვების შეჭმა, მაგალითად, ფუნთუშის, ციკლის დასრულების სიმბოლოა და წარმატებას ნიშნავს;
- ნიდერლანდებში მიირთვემენ ოლადებს – olie bollen.
- ირლანდიელები აცხობენ ნამცხვარს სახელად – bannocks;
- ინდოეთსა და პაკისტანში წარმატების სიმბოლოს ბრინჯი წარმოადგენს;
- როშ ხა-შანის, ებრაული ახალი წლის აღნიშვნისას ტრადიციული კერძი თაფლში ამოვლებული ვაშლია.
- შვეიცარიაში ათქვეფილი ნაღები მომავალ წელს დოვლათის სიმბოლოა, მას პირდაპირ იატაკზე ტოვებენ.
აჩუქეთ საჩუქრები
ახალი წელი საჩუქრების გაცვლის დროა.
- რომში ახალი წლის დასაწყისში მოოქროვილ კაკალს ან მონეტებს ჩუქნიდნენ;
- სპარსელები ერთმანეთს კვერცხებს უცვლიდნენ, ეს ნაყოფიერების სიმბოლოა;
- ძველი ეგვიპტელები ერთმანეთს თიხის მათარებს ჩუქნიდნენ.