„პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. ენუქიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.
„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე – ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უციდა არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით”, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.