ოკუპანტების მიერ 20 ნოემბერს დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, თაზიაშვილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 20 ნოემბერს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები