ევროპის რეგულატორმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა

ევროპის წამლების სააგენტომ BioNTech / Pfizer-ის ვაქცინას დადებითი შეფასება მისცა. მოსალოდნელია, რომ შობის დღესასწაულამდე ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობას ევროკავშირი და ევროკომისია გასცემენ.

ვაქცინა BNT162b2 უკვე გამოიყენება რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და მექსიკაში. გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავენ.

ევროპის რეგულატორის გადაწყვეტილებას ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.

“ეს გადამწყვეტი მომენტია მცდელობაში, რომ ევროპელებს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მივაწოდოთ”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები