კალმახის ციხის სახარება

ეროვნული არქივი კალმახის ციხის სახარების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
კალმახის ციხის სახარება დათარიღებულია 1534 წელს.
გადამწერი: მთავარდიაკონი რომანოზ მეხეჩიძე. გადაწერის ადგილი: ტაო-კლარჯეთი, კალმახის ციხე, წმინდა დიმიტრის ეკლესია. მომგებელი: ფრიდონ ბაზაზაშვილი.
„პირველად ამ ხელნაწერის შესახებ XIX საუკუნის მიწურულს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა. მას ანჩის სახარებასთან ერთად წალკაში მცხოვრები ბერძნები ინახავდნენ საგანგებოდ ამ სიწმინდეებისთვის გამზადებულ კიოტში. მათთან მუდმივად ლოცულობდნენ, მიკარების უფლებას არავის აძლევდნენ, მხოლოდ ავადმყოფები მიყავდათ განსაკურნად. წალკაში ამ სახარებების შესასწავლად ჩასული ექვთიმე თაყაიშვილი წერს, რომ მისი მისვლისას ეზოში საკაცით ავადმყოფი ყავდათ მოყვანილი სახარებებთან მისაახლებლად.
სახარება ცნობილია მდიდარი და ინფორმაციული ანდერძ-მინაწერებითაც. კალმახის ციხესთან ან მასში მოხსენიებულ პირებთან დაკავშირებული სულ სამი ხელნაწერი არსებობს: 1. H1721, გადაწერილი 1520 წელს (დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ამ ხელნაწერის მომგებელი მერაბ კალმახელია. 2. ეჩმიაძინის სახარება, გადაწერილი 1520-1532 წლებს შორის (დაცული სომხეთის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მატენადარანში). ამ ხელნაწერის მინაწერებში ასევე მოხსენიებულია მერაბ კალმახელი, რაც მიუთითებს, რომ ეს სახარებაც უკავშირდება კალმახის ციხეს და 1534 წელს გადაწერილი წინამდებარე ხელნაწერი“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები