ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი გვექნება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ 2021 წელს ეპიდ ვითარების სტაბილურობის პარარელურად, ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის ხელისუფლების მთავარ ამოცანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის უალტერნატივო ხასიათის პროცესი ინვესტიციების ხელშეწყობაა, რათა ქვეყანაში ჩაიდოს ფული, კაპიტალი და შეიქმნას სამუშაო ადგილები.

„მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი გვექნება, გვინდა უფრო მეტი აქცენტები გავაკეთოთ ზოგადად ბიზნეს გარემოს მიმართულებით, რათა ტურიზმის მინუს ეფექტი ეკონომიკაზე, სხვა სექტორების პლიუსით ჩავანაცვლოთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პანდემიამ გამოაჩინა სუსტი წერტილები, იგეგმება ეკონომიკის დივერსიფიკაცია და სექტორული პოლიტიკის ეფექტიანი გატარება. კოორდინირებული მუშაობის და სინერგიული ეფექტის შექმნის პპირობებში კი, მისი პროგნოზით, ქვეყანა ეკონომიკურად გაჯანსაღებას სწრაფ ტემპებში შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები