“ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და აზვირთდება, ბუნებრივია, მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზრდება” – ნიკა მელია

“ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და აზვირთდება, ბუნებრივია, რომ მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზრდება”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეკრების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ შეგვკრიბა. მართლაც წარმოუდგენელი შედეგია მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ ივანიშვილს მოპარული არჩევნები არ გაუფორმა. ეს ძალისხმევა გაძლიერდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მთავარი არის ის, რომ ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს ან, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიან, მაგრამ ძალიან მკაცრ საპროტესტო აქციებს. ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და აზვირთდება, ბუნებრივია, რომ მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზრდება,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები