ყირგიზეთის მედია: შესაძლოა, სააკაშვილი, როგორც ექსპერტი, ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს

“საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ექსპერტი, მზად არის, ყირგიზეთს რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს”, – ამის შესახებ გამოცემა vb.kg წერს.

აღნიშნული საკითხის განსახილველად ყირგიზელი ბიზნესმენი, ჟაპარ უსმანოვი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და საკითხის გარშემო იმსჯელეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიხეილს ვუთხარი ყირგიზეთში მიმდინარე ვითარების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი პარალელი აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. პრობლემების თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო.

მიხეილ ნიკოლოზოვიჩი და მარგულან კალიევიჩი ირწმუნებიან, რომ „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი“ მზად არის, ყირგიზეთს ხელი შეუწყოს მეთოდური და ექსპერტული დახმარებით რეფორმების განხორციელებაში იმ შემთხვევაში, თუ ყირგიზულ მხარესაც სურს მათი განხორციელება”, – წერს უსენოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები