“რეაგირება Covid-19-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე – ჯანდაცვის სამინისტრო” – ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

„კოვიდ-19“-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„სამი მიზანი გვაქვს. პირველი, რომ „კოვიდ-19“-ის საკითხებზე ერთად ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან. მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა, მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, მაინც გრძელდება საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმო-ს საქართველოს ოფისის მუშაობა. რასაც მე ვხედავ, რეაგირება „კოვიდ 19“-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე – ჯანდაცვის სამინისტრო. რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების ასევე საზოგადოების. ეს მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან, შექმნილ სიტუაციაში კი კოვიდსასტუმროები კარგი გამოსავალია.
„ვნახე როგორც ცხელების ცენტრები, ასევე, ონლაინკლინიკა, რომელსაც დღეს ვიზიტით ვესტუმრე. ასევე, კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ იქნა გადატანილი სხვა მიმართულებებით. მაგალითად როგორიც არის კოვიდსასტუმროები. ჩვენ მინისტრთან ვისაუბრეთ და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, რადგან ვაქცინა არსებობს „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ, ამ გარდამავალ შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებსა და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია ასევე, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და, თუკი ვერ გრძნობთ თავს კარგად, სახლში დარჩენა“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები