“არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი” – ვახტანგ გომელაური
“არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის, არამედ – საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიმართულებითაც.
სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდა მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულ მოქალაქეს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც პროაქტიულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების პერიოდში მომხდარი ინციდენტებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიასთან, საიდანაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.