“რუსეთს სერბეთში სამხედრო ბაზა სჭირდება” – სერბეთის რადიკალური პარტიის ლიდერი

“რუსეთს სერბეთში სამხედრო ბაზა სჭირდება, რომ მოხდეს კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში აშშ-ის ბაზების ყოფნის დაბალანსება”, – ამის შესახებ სერბეთის რადიკალური პარტიის ლიდერმა, ვოისლავ შეშელმა განაცხადა.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან გამალებული შეიარაღება უკვე დაწყებულია, ამასთან, მისი თქმით, რუსეთს “ამაში ვერ ჩაითრევენ”. პუტინის თქმითვე, ყველაფერი დაიწყო აშშ-ის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხებიდან გასვლით.

სერბი პოლიტიკოსის თქმით, “ამერიკელებმა ეს დაიწყეს, რადგან ვერ ეგუებიან, რომ არ არიან მსოფლიოში ერთადერთი ხელუხლებელი ძალა”.

“მაგრამ ეს მათ არ წაადგებათ. მსოფლიო მრავალმხრივი გახდა, ამერიკის ძალის, პარალელურად ჩინეთი და რუსეთიც არსებობენ, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში დიქტატს არ დაუშვებენ. ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ბაზა ქვეყნის არსებობის საკითხს გადაწყვეტდა. ის დამატებით დაიცავდა ქვეყანას ყველა გამოწვევისა და საფრთხისგან. მეორე მხრივ, ეს რუსეთისთვისაც იქნებოდა სასარგებლო, რომელსაც ექნებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი ბაზა და ამერიკელებისა და ნატო-ს საპირწონე გახდებოდა. ნატო-ს კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ბაზა აქვს, ასევე, ბულგარეთსა და რუმინეთში”, – თქვა შეშელმა.

​მისი თქმით, ამ გზით რუსეთი აჩვენებდა, რომ “მას ვერ შეაშინებთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები