წინასაშობაო პერიოდში ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ – ნიდერლანდების მთავრობამ 5-კვირიანი „ლოქდაუნი” გამოაცხადა; იტალია რეგულაციების გამკაცრების ახალ პაკეტს განიხილავს; ესპანეთის მთავრობა საახალწლოდ ზომების გამკაცრებას განიხილავს

წინასაშობაო პერიოდში, როგორც დაანონსებული იყო, ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აღნიშნულია, რომ გერმანიამ 16 დეკემბერს გამოაცხადა ახალი მკაცრი „ლოქდაუნი“. ასევე, ნიდერლანდების მთავრობამ 15 დეკემბერს გამოაცხადა 5-კვირიანი “ლოქდაუნი”, დაიკეტა ყველა მაღაზია, სკოლები, მუზეუმები და სავარჯიშო დარბაზები.

“ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში და გაამკაცრა შეზღუდვები, ასევე, უელსის მთავრობის გადაწყვეტილებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დაიხურება.
საფრანგეთმა ძალაში დატოვა ე.წ. კომენდანტის საათი.
იტალია განიხილავს რეგულაციების გამკაცრების ახალ პაკეტს.
დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება.
ესპანეთის მთავრობა მოქმედი რეგულაციების გადახედვასა და საახალწლოდ ზომებს გამკაცრებას განიხილავს.
სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სლოვაკეთში ყველა არაარსებითი მაღაზია დაიკეტება“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები