შვედეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს – თავდაპირველი სტრატეგია, რომლითაც ე.წ. ლოქდაუნი არ გამოცხადდა, შეცდომად შეფასდა

შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროს იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს არ დაეწესებინათ ე.წ. ლოქდაუნი, სათანადოდ ვერ გათვალეს პანდემიის შედეგი. ამჟამად, ქვეყანას ჰყავს 341,029 ინფიცირებული და 7 667 გარდაცვლილი, რაც მკვეთრად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს. ასევე, ზაფხულში შვედეთის მემარცხენე მთავრობამ დანიშნა სპეციალური კომისია, რომელმაც თავის სპეციალურ ანგარიშში დაწერა – ქვეყანამ ვერ შეძლო, სათანადო ყურადღება მიექცია მოხუცებისთვის. იმავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა არ იყო სათანადოდ მომზადებული კოვიდ ინფიცირებულების სამკურნალოდ.

შემოდგომაზე შვედეთში დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. ინფექცია სწრაფად გავრცელდა ექიმებში, რის შემდეგაც მთავრობამ მხარი დაუჭირა რეგულაციების გამკაცრებას, მათ შორის, საღამოს 10 საათის შემდეგ აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა ბარებსა და რესტორნებში. ასევე, დღემდე შვედეთში აკრძალულია 8 ადამიანზე მეტის შეკრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები