წელს UNICEF-ი, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, დიდი ბრიტანეთის ბავშვებს კოვიდ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად საკვებით ეხმარება

წელს UNICEF-ი, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ეხმარება საკვებით დიდი ბრიტანეთის ბავშვებს კოვიდ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, გაერო-მ პანდემიის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კრიზისს შეადარა.

„ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2020 წლის მაისში 2.4 მილიონ ბავშვს არ ჰქონდა საკმარისი საკვები, ხოლო ოქტომბრის თვეში ეს მაჩვენებელი კიდევ 900,000-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში გამკაცრდა შეზღუდვებიც, ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში და გაამკაცრა რეგულაციები, ასევე, უელსის მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერს, დღის ბოლოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი, ფიტნესცენტრები და მომსახურეობის სექტორის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის, პაბები და რესტორნები მუშაობას შეწყვეტენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო დღესასწაულებზე მხოლოდ ორი სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები შეძლებენ სახლში ერთად შეკრებას.
აღნიშნული შეზღუდვები მთავრობის მიერ 2 კვირის შემდეგ გადაიხედება“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები