იტალიის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი იქნება

იტალიის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი იქნება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის, უოლტერ რიკარდის განცხადებით, ეროვნული ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით, უმკაცრესი ზომების მიღება გარდაუვალი იქნება.

„ასევე, მან აღნიშნა, რომ მთავრობა ამჟამად ზომების გამკაცრებას განიხილავს, თუმცა, მისი აზრით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დიდი ქალაქების სრული ჩაკეტვაა აუცილებელი.
იტალიური მედიის ცნობით, მთავრობა შობა-ახალ წელს ქვეყნის მასშტაბით „წითელი ზონის“ რეჟიმის გამოცხადებას გეგმავს.
16 დეკემბერს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 572 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მზარდია. ბოლო 24 საათში იტალიაში 680 პირი გარდაიცვალა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები