უკრაინაში დამატებითი მკაცრი შეზღუდვები გამოცხადდა – შეზღუდვების გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა; ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 622 და გარდაცვალების 264 ფაქტი გამოვლინდა

ადგილობრივი მედია წერს, რომ უკრაინაში გამოცხადდა ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ, რომლის მიხედვითაც სკოლები, არაძირითადი ბიზნესები, სავარჯიშო დარბაზები დაკეტილი იქნება 2021 წლის 8 იანვრიდან 24 იანვრამდე.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევში ახალი რეგულაციების გასაპროტესტებლად. დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის; დაშავებულია, დაახლოებით, 40 პოლიციელი. მცირე ბიზნესების მფლობელები ითხოვდნენ, რომ მთავრობამ ჩამოაჭრას გადასახადები. აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს პოლიციას, ხოლო პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. ასევე, დაშავებულ პოლიციელებს აღენიშნებათ თვალების დამწვრობა ქიმიური ნივთიერებით. ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 10 622 და გარდაცვალების 264 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები