არის თუ არა მზად პუტინი, 2024 წელს ისევ გახდეს პრეზიდენტი – კრემლის ლიდერის პასუხი

რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ჯერ არ აქვს  მიღებული გადაწყვეტილება, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად 2024 წელს.

ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც იქნა მიღებული, მაქვს უნივერსალური წესი: თუ რამე გამოადგება სახელმწიფოს, ეს ამად ღირდა. თუ არა – მაშინ არა. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიყრი თუ არა კენჭს 2024 წელს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები