პუტინი: ზელენსკის პოლიტიკური სიმამაცე აკლია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა კიევზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“როდესაც ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი მოდის, როგორც ეს ზელენსკის შემთხვევაში მოხდა, ის თავდაპირველად ეყრდნობა უმრავლესობის აზრს, შემდეგ კი, ნაციონალისტური ძალებისკენ იხედება. ეს მეტყველებს პოლიტიკური სიმამაცის არარსებობაზე”, – თქვა მან.

მისი თქმით, პარიზში ნორმანდიულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს რამდენიმე შეთანხმება იქნა მიღწეული, თუმცა, უკრაინა მათ არ იცავს.

“რუსეთს ესმის დონბასში შექმნილი ვითარების სირთულე და გაზრდის მხარდაჭერას. ადრე თუ გვიან დონბასის კონფლიქტი მოგვარდება, თუმცა, რჩება კითხვა “როდის?”, რაც კიევის პოლიტიკაზე დამოკიდებული”, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები