მისცემს თუ არა პუტინი ტრამპს საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ თავშესაფარს და რა თანამდებობა შეიძლება, დაიკავოს მან რუსეთში – კრემლის ლიდერის პასუხი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

ამის შესახებ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტმა პუტინს კითხვით მიმართა: რატომ არ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები ტრამპს არჩევნებში მეორედ გამარჯვებაში, თქვენ გიყვართ თქმა, რომ შენიანების მიტოვება არ შეიძლება; რა თანამდებობის დაკავება შეეძლება ტრამპს რუსეთში, მისცემთ თუ არა მას პოლიტიკურ თავშესაფარს, თუ მან სნოუდენის მსგავსად მოგმართათ?

პუტინმა ჰაკერებთან დაკავშირებულ კითხვას “პროვოკაცია” უწოდა და აღნიშნა, რომ “რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა. ეს ყველაფერი მხოლოდ ვიღაცების მოსაზრებებია, რომელთა მიზანი აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაფუჭებაა”.

ტრამპზე საუბრისას კრემლის ლიდერმა თქვა, რომ “მას რუსეთში დასაქმება არ დასჭირდება, რადგან შტატებში დიდი მხარდაჭერა აქვს. არ მგონია, რომ ის პოლიტიკიდან წავა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები