აიცრა თუ არა პუტინი რუსული ვაქცინით – კრემლის ლიდერმა კითხვას უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა “სპუტნიკ V” ჯერ არ გაუკეთებია.

ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა ყოველწლიურ შემაჯამებელ დიდ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩემნაირ ადამიანებამდე ვაქცინა ჯერ არ მოსულა, თუმცა, აუცილებლად ავიცრები, როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, საერთო ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან ის საერთოეროვნულ იმუნიტეტს შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები