რუჰანი: ირანმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა

ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა.

“მოსახლეობასთან, სამედიცინო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, მობილიზებული ძალების შედეგად, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის გადალახვა შევძელით”, – თქვა მან.

დეკემბრის დასაწყისიდან ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კლება შეინიშნება.

მაგალითად, 12 დეკემბერს, პირველი ნოემბრიდან პირველად, ახალი შემთხვევების რიცხვი 8 ათასზე ნაკლები იყო.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 1 108 269 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 52 196 ადამიანი შეეწირა, 812 270 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები