პანდემიით გამოწვეული მძიმე შედეგები მსოფლოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში – უმუშევრობის უპრეცედენტო ზრდა

საერთაშორისო მედია წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ინგლისში სამსახური დაკარგა 370 000 ადამიანმა. სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მხოლოდ ერთ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებლის ასეთი ზრდა არის უპრეცენდენტო. ასევე, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, 820 ათასით ნაკლებია იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელიც ფიქსირდება ნოემბერში კომპანიების სახელფასო ფონდში. სამჯერ შემცირდა ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. დამატებით, ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიების ხელმძღვანლების 7% კიდევ გეგმავს შემცირებებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

გერმანია, მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკა, პანდემიის პირობებში დგას სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ცდილობს და შეძლებს, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, გერმანიაა არაა ერთადერთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც დგას მსგავსი გამოწვევის წინაშე – იგივე სირთულეებია სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

პანდემიისგან ძალიან დაზარლდა ესპანეთის ეკონომიკა. კორონავირუსი განსაკუთრებით მწვავედ აისახა ბარსელონაზე, რომელიც ტურისტული ქალაქია და მცირე ბიზნესი დიდწილად იყო დამოკიდებული ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალზე. ქალაქი, ფაქტობრივად, დაკეტილია, დახურულია ბარები, რესტორნები – რაც მძიმედ დააწვა ადამიანების შემოსავალსა და ეკონომიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები