19 ნოემბერის ღამეს, რუსეთის არმიამ დრონებითა და რაკეტებით ტერნოპილზე შეტევა დაიწყო.
როგორც მედია აღნიშნავს, ოკუპანტების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერნოპილში რამდენიმე აფეთქება იყო. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ, რადგან რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა.
ტერნოპილის მერმა სერგეი ნადალმა „შაჰიდებისა“ და რაკეტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ განაცხადა, რამაც შენობებისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანება და დაშავებულები გამოიწვია.
