შვეიცარია არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ორგანიზებული სამოქალაქო თავდაცვის სისტემა აქვს.
ქვეყნის ფართოდ გავრცელებულ თავშესაფრების ქსელს ყველაზე დიდი რაოდენობით შეუძლია მოსახლეობის დაცვა, სხვადასხვა სახის კატასტროფების, მათ შორის ბირთვული დარტყმის დროს.
შვეიცარიაში თავშესაფრები ძირითადად განკუთვნილია მოსახლეობის, დაახლოებით, 100%-ისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებობს საკმარისი თავშესაფარი ყველა მოქალაქისთვის. თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ ბირთვული დარტყმის შემდეგ მოსახლეობა სრულად იქნება დაცული, რადგან ბირთვული აფეთქება დიდი რაოდენობით რადიაციას, სითბოს და სხვა სახიფათო ფაქტორებს მოიცავს, რომლებსაც თავშესაფრებშიც კი ზიანის მიყენება შეუძლია.
ცივი ომის შემდეგ შვეიცარიის მთავრობამ სახლების, სკოლების, საავადმყოფოების და ავტოსადგომების ქვეშ 300 000-ზე მეტი ბუნკერი ააშენა, რომელიც აღჭურვილია ჰაერის ფილტრაციის სისტემებით, საკვების მარაგით, აფეთქებისგან დამცავი კარებითა და მიწისქვეშა გაქცევის მარშრუტებით.
ამ ბუნკერთაგან ზოგიერთს, ერთდროულად ათასობით ადამიანის განთავსება შეუძლია, რაც, მედიის ცნობით, შვეიცარიას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად მომზადებულ ქვეყნად აქცევს ნებისმიერი გლობალური კატასტროფისთვის, იქნება ეს ადამიანის მიერ გამოწვეული თუ ბუნებრივი.