აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე მუშაობენ,- ინფორაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით 28 პუნქტისგან შედგება, მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და აშშ-რუსეთის მომავალი ურთიერთობები.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გეგმაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან ერთად მუშაობს.
The Guardian-ი წერს, რომ კრემლი ამ ეტაპზე არ ეთანხმება ამერიკული გეგმის ამჟამინდელ ფორმას, მათ შორის ტერიტორიულ პუნქტებს, რაც მიუთითებს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს.
წყაროების თქმით, რუსული მხარე პროცესს „ოპტიმისტურად“ აფასებს, თუმცა დოკუმენტი საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ არის მისული და დეტალები დამუშავების რეჟიმში რჩება.