ნიკოლოზ მეტრეველი: ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ უახლოეს დღეებში სერიოზულ პრეცესებს უნდა ველოდეთ

,,ნაციონალუ მოძრაობაში“ შექმნილ კრიზისზე, გრიგოლ ვაშაძის გადადგომასა და ჩიხში შესულ მოლაპარაკებათა პროცესზე ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

-გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე გადადგა. როგორ შეაფასებდით მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შექმნილი ვითარებას?

-თავად გრიგოლ ვაშაძემ “ფეისბუქის” საშუალებით საკმაოდ გულწრფელად დააფიქსირა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები, გვიან, მაგრამ მაინც დაინახა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ოდიოზური ფიგურები, რაც ძალზე მისასალმებელია.

– გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებაში არ ასოცირდებოდა სააკაშვილისდროინდელ დანაშაულებათა შემოქმედ ძალასთან და ასეთადვე დარჩა ბოლომდე…

-მისი პერსონის მიმართ საზოგადოებას ყველაზე ნაკლები კითხვა ჰქონდა იმ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებზე, რაშიც სააკაშვილის ხელისუფლება ყელამდე სისხლში იყო გასვრილი. ამიტომ, მორალური უფლება ჰქონდა, გაეკრიტიკებინა მერაბიშვილი და ადეიშვილი, კიდევ სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ,,ოდიოზურ ფიგურებში“ იგულისხმა. ასე რომ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ უახლოეს დღეებში სერიოზულ პროცესებს უნდა ველოდეთ, რისი მოწმენიც ყველა ერთად გავხდებით.

-ვაშაძის პარტიიდან წასვლა საეჭვოდ დაემთხვა ნიკა გვარამიასა და სხვა ოპოზიციონერთა პარტიების თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე.

-მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არჩევნები წააგო და დემოკრატიულმა ქვეყნებმა 2020 წლის არჩევნები აღიარეს, დაიწყო ორკესტრირებული შეტევა დასავლელ დიპლომატებზე. ამ შეტევას ერთობლივად ახორციელებენ როგორც არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, ისე – პარლამენტს მიღმა დარჩენილები, როგორებიც არიან ირინა სარიშილი, ნინო ბურჯანაძე და სხვები. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მას, წარსული დიპლომატიური საქმიანობიდან გამომდინარე, კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერმანიისა და ამერიკის ელჩებთან, ამიტომ, მისთვის პიროვნულად დიდ უხერხულობას ქმნიდა მოლაპარაკების პროცესში საკუთარი პარტიის წევრების მხრიდან უხამსი, ზღვარს გადასული გამონათქვამებისა და პირდაპირი თავდასმების მოსმენა იმ კოლეგების მიმართ, რომლებთანაც ყოველდღიური მოლაპარაკებების პროცესში იყო.

-გუშინ დიპლომატებმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს.

-გერმანიის ელჩმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ოპოზიციის ქმედებებს ლამის პირდაპირ უწოდა დესტრუქციული. მოზომილი, მაგრამ საკმაოდ კრიტიკული იყო ამერიკის ელჩი. ეს იყო დემოკრატიული ქვეყნების სწორი გზავნილი. რასაკვირველია, კელი დეგნანი სათითაოდ ვერ უპასუხებდა ისეთ კლოუნებს, როგორებიც შალვა ნათელაშვილი და ნიკა გვარამიაა. ქართველმა ხალხმა ასეთ მარგინალებს 31 ოქტომბრის არჩევნებში გასცა პასუხი და საკუთარი ადგილი მიუჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები