არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრას „ელჩების მხრიდან – აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები“ ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როდის ჩაინიშნება დიალოგის მომდევნო რაუნდი უცნობია.
წყარო: „ინტერპრესნიუსს“