“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკანაც დგანან გარკვეული პირები და მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ” – კახი კალაძე აფრიკის დასახლებაზე
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკანაც დგანან გარკვეული პირები, რომლებიც, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის მერია“ ყველა შესაბამის მასალას მიაწვდის შესაბამის უწყებებს, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ უკანონო მშენებლობა და მიწის დატაცება არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ უკანონო ქმედებებს. ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისიწინებს, ზოგადად, ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს. ამავე დროს, სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, არამედ, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას სახელმწიფოს უყენებენ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვანაირად შეუძლებელია. ასევე გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს, მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაემქვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.
სახელმწიფოს პრიციპული პოზიციაა, რომ უკანონო მშნებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება განხოციელდება, უნდა აღიკვეთოს”, – განაცხადა კახი კალაძემ.