ივანე მაჭავარიანი: პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე

“პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება, ამ პერიოდში საგადასახადო დავების განხილვა შეუფერხებლად, სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები