მამუკა მდინარაძე: დეკლარიების ნაწილი რომ ჩაიხსნა, ალბათ, ძალიან შემაწუხებელი იყო ბატონი გრიგოლისთვის

„ოპოზიციაში ყოველთვის აპელირებდნენ იმაზე, რომ იყვნენ პროდასავლური პოლიტიკოსები, სინამდვილეში მათი საქმე, რბილად რომ ვთქვათ, სხვანაირად იყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის
პასუხად განაცხადა.

„ოპოზიციაში ყოველთვის დეკლარირებდნენ, როგორც პროდასავლური პოლიტიკოსები, სინამდვილეში მათი საქმე, რბილად რომ ვთქვათ, სხვანაირი იყო და დეკლარიების ნაწილი რომ ჩაიხსნა, ალბათ, ძალიან შემაწუხებელი იყო ბატონი გრიგოლისთვის.

ის, რაც მან არ თქვა, არის ბოლოდრინდელი მოვლენები, როდესაც ჩვენ დავდეგით რეალობის წინაშე, რომ ოპოზიციიდან ყველა ამბობდა, გაყალბდა არჩევნები და მათ ერთმანეთს დააჯერეს, რომ ამ ამბის უარყოფა სამშობლოს ღალატი იყო. ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ PVT-ის მონაცემებია გაყალბებული, ესეც იმ რგოლში, რაც არ თქვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. საქართველოში, სადაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ხელისუფლებას, აღმოჩნდა, რომ პარალელური დათვლის მონაცემებიც ყალბდება. არ ვიცი, ამის აღქმა რამდენად სწორია საზოგადოების, გავითავისეთ თუ არა, მაგრამ ეს არის უმძიმესი სკანდალური რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ კონკრეტულმა პერსონებმა დაგვაყენეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები