გოგა ხაინდრავა: ჩემს ძმას, ივლიანე ხაინდრავას ბიჭი არ ჰყავს, ვერ დაიჭრებოდა ჩემი ძმისშვილი

“ჩემს ძმას, ივლიანე ხაინდრავას ბიჭი არ ჰყავს, ორი ქალიშვილი ჰყავს. ვერ დაიჭრებოდა ჩემი ძმისშვილი”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რამდენიმე დღის წინ მისი ძმისშვილი დაჭრეს.
„ერთი ტელევიზიაა, რომელსაც მთავარი ქაჯი, ინგა გრიგოლია უდგას სათავეში, 1 კვირის განმავლობაში აცხადებს, რომ დაჭრილია ჩემი ძმისშვილი. მადლობა ღმერთს, ჩემი ძმისშვილები, ორივე ქალბატონი: ერთი – 2 შვილის დედა და მეორე – 3 შვილის დედა ჯანმრთელები არიან, არასდროს არავის დაუჭრია ისინი.
რატომ ვლაპარაკობ, რომ ისინი ქაჯუნები არიან? იმის გასაგებად, რომ ჩემს ძმას ბიჭი არ ჰყავს, საჭირო იყო “ვიკიპედიაში” ჩახედვა. იქ ნახავდნენ, რომ ივლიანე ხაინდრავას ბიჭი არ ჰყავს, ორი ქალიშვილი ჰყავს. ამიტომ, ვერ დაიჭრებოდა ჩემი ძმისშვილი. თუ რას წარმოადგენს ჩემთვის გოგლიკა ხაინდარავა, ამასაც “ვიკიპედიაში” ჩახედვა უნდოდა. მაგრამ  ამის არც უნარი, არც განათლება აქვთ. ესენი არ არიან ჟურნალისტები. ჟურნალისტებს პირველი, რასაც ასწავლიან, არის კითხვა – „ვინ?“ როცა მიდიხარ რაიმე სიუჟეტის გასაკეთებლად, ახალი ამბის გასაგებად პირველი კითხვა არის – „ვინ?“ ვისთან მიდიხარ, ვინაა ის ადამიანი, ვიზეც გინდა, რაიმე გაარკვიო? გოგლიკა ხაინდრავა ჩემი ძმისშვილი არაა. მადლობა ღმერთს. ბევრი გულშემატკივარი აღმოაჩნდა ამ განათლებულ, მაღალ პროფესიონალ, კეთილშობილ ადამიანს. მისი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა არავის აქვს გაგებული. მადლობა ღმერთს, გადარჩა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არადა, ემუქრებოდა. მანქურთებმა, რომლებიც ამ ჯუჯების ტელევიზიებზე გაიზარდნენ, 5 ჭრილობა მიაყენეს წაქცეულ კაცს ზურგში.
რა უნდოდა იმის დაგდენას, რომ ივლიანე ხაინდრავას ბიჭები არ ჰყავს და ჩემი ძმისშვილი ვერ იქნებოდა დაჭრილი? გოგლიკა ხაინდრავა ჩემი ბიძაშვილია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები