ანა ნაცვლიშვილი : დიპლომატები გვარამიამ გააკრიტიკა, ის უბრალო ჟურნალისტია და დიპლომატების გაკრიტიკება შეეძლო
გრიგოლ ვაშაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც პარტიული გადაწყვეტილებების შეუთანხმებლობა გახდა. ,,კვირა“ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით ,,ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა:
– გრიგოლ ვაშაძის გადადგომა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმილ პრობლემად უნდა აღვიქვათ?
– არ მინდა, გავაკეთო კომენტარი ვაშაძის გადადგომაზე, არაა კორექტული სხვა პარტიაში მიმდინარე მოვლენების შეფასება.
– მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ. როგორც ჩანს, ვაშაძე არ ეთანხმებოდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ კურსს, რომელიც უცხოელი დიპლომატების ლანძვისკენ იყო მიმართული…
– უცხოელი დიპლომატები გვარამიამ გააკრიტიკა, რომელიც არ არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ის უბრალო ჟურნალისტია და ამ კონტექსტში, სამართლებრივად, დიპლომატების გაკრიტიკება შეეძლო.
– თქვენს პარტიას რამდენად პოლიტკორექტულად მიაჩნია მსგავსი კრიტიკული განცხადებები დასავლელი პარტნიორების მისამართით?
– არ მიგვაჩნია ეთიკურად და ამის შესახებ პარტია ,,ლელომ“ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. თუ დასავლელ დიპლომატებს არ ენდობი, მაშინ გაუგებარია, რატომ რთავ მათ მოლაპარაკებათა პროცესში ფასილიტატორებად. ,,ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ შეცდომას კარგად გამოიყენებს სათავისოდ, რადგან ,,სიძულვილის ენის,, დანერგვა და ოპოზიციურ პარტიათა დაპირისპირება მმართველი პარტიის სტილია.