საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
ცესკო-ს აღნიშნული მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართეს.